ტესტები
(მიხეილ ჯავახიშვილის
„ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით)
(1ქ.) 1. რა თანდაყოლილი ნაკლი ჰქონდა თეიმურაზ ხევისთავს?
ა. კოჭლი იყო;
გ. ყრუ-მუნჯი იყო;
ბ. ბეცი და ენაბრგვილი იყო;
დ. უნაკლო იყო;
(1ქ.) 2.რომელ სიტყვას იყენებს მწერალი თეიმურაზის დასახასიათებლად?
ა. ნათავადარი;
გ. ნავექილარი;
ბ. ნახიზნარი:
დ.ნაკაცარი:
(1ქ.) 3. რა ნათესაური კავშირი აქვს ჯაყოს ყოფილ მებატონეებთან,
თეიმურაზსა და მარგოსთან?
ა. ბიძაშვილობა;
ბ.დეიდაშვილობა;
გ.ნათელმირონობა;
დ. არანაირ
(1ქ.) 4. რას სთხოვდა თეიმურაზ ხევისთავი თავის მოურავს,
პეტრე დევდარიშვილს?
ა. ხალხისთვის ნება არ დაერთო, რომ მის კუთვნილ ტყეში
ხე მოეჭრა;
ბ.ნაძვნარი მთლიანად გაეკაფა და ხის მასალა რუსეთში
გაეტანა;
გ. ხალხისთვის ღალა არ გამოერთმია და ზედმეტად არ შეეწუხებინა;
დ. თეიმურაზის ადგილ-მამულები გლეხებისთვის დაერიგებინა;
(1ქ.) 5. რა გზით ჩაიგდო ხელში მოხერხებულმა ჯაყომ თეიმურაზის
ნაძვნარი, რომელიც როკის ხეობაში მდებარეობდა?
ა.თეიმურაზი მოატყუა,რომ ტყე დაიწვა;
ბ. თეიმურაზი დაიყოლია,რომ ტყე მისთვის ეჩუქებინა;
გ.თეიმურაზი მოატყუა,რომ ნაძვნარი მთლიანად გახმა;
დ.თეიმურაზი დაარწმუნა,რომ ტყე გლეხობამ მთლიანად გაჩეხა;
(1ქ.) 6. რა მსგავსება იყო თეიმურაზსა და მარგოს შორის?
ა. გარეგნობით ჰგავდნენ ერთმანეთს;
ბ. მარგოც თეიმურაზივით იყო გაზეთებში ჩამძვრალი;
გ. ორივენი პოლიტიკით იყვნენ გატაცებულნი;
დ. ორივე თავიანთი გვარის უკანასკნელი შთამომავალი იყო;
(1ქ.) 7. რა დანიშნულება ჰქონდა თეიმურაზის ხატებსა
და წიგნების ყდებს ჯაყოს ოჯახში
ა. თეფშების მაგივრად იყენებდნენ;
ბ.მწნილისა და ყველის ქილების თავსახურად იყენებდნენ;
გ.ბუხრის დასანთებად იყენებდნენ;
დ. მთვრითა და ნაგვით სავსე სარდაფში ეყარა;
(1ქ.) 8.ჯაყოს სიტყვით,რა აკლდა მას სრულყოფილი ბედნიერებისთვის?
ა.ხევისთავის გვარი და მარგოსნაირი ცოლი;
ბ.როკის მთებში გაგზავნილი ნინას დაბრუნება;
გ. პოლიციის მოხელის წოდება და სამხრეები;
დ. მარგოსთან გაჩენილი ტყუპი ქალ-ვაჟი;
(1ქ.) 9.რა
მიაჩნდა თეიმურაზს თავის უმთავრეს და უდიდეს უბედურებად?
ა. ის,რომ ჯაყოს ხიზანი გახდა;
ბ. ის,რომ ცოლად უშვილო ქალი ჰყავდა;
გ. ის,რომ საქართველოში დაიბადა;
დ. ის,რომ ძალზე განათლებული იყო;
(1ქ.) 10. რა იყო ის,რაც გამუდმებით თითქოსდა თან სდევდა
თეიმურაზის არსებას?
ა. კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის მძორი;
ბ. ფეხებზე დადებული ბორკილები;
გ.მამის გამუდმებული შეგონებანი;
დ. განრისხებული ვეფხვის ბოკვერი;
(1ქ.) 11.რა მიაჩნდა თეიმურაზს გოლგოთის ჯვრის ორეულად?
ა. ქართული გენი;
ბ. ქართული სიმღერა;
გ.ქართული კალამი;
დ. ქართული დედაენა;
(1ქ.) 12.რა მოხდა მარგოსა და თეიმურაზის ქორწინებიდან
ათი წლის შემდეგ?
ა. მარგომ ათი წლის სიყვარული ვერ დაივიწყა და თეიმურაზთან
დარჩა;
ბ. თეიმურაზი მარგოს ამბით აღარ დაინტერესდა და სადღაც
გადაიკარგა;
გ. მარგო თეიმურაზს გაეყარა და ცოლად ჯაყო ჯივაშვილს
გაჰყვა;
დ. ჯაყოს მალე მობეზრდა ხასად დასმული მარგო და თეიმურაზს
დაუბრუნდა;
(1ქ.) 13.ოთხთავის
რომელი ავტორის სახარებას კითხულობდა დუქანში მყოფი თეიმურაზი?
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
(1ქ.) 14. რატომ დაბრუნდა თეიმურაზ ხევისთავი გორიდან
ნაშინდარში?
_________________________________________________________________________________
(1ქ.) 15. რა მიზნით მივიდა თეიმურაზი მარგოსა და ჯაყოს
ქორწილში?
_________________________________________________________________________________
(1ქ.) 16.რა დაუბარა ნაშინდრიდან გამგზავრებულმა თეიმურაზმა
ნახუცარ ივანეს?
_________________________________________________________________________________
(1ქ.) 17. რა მდგომარეობაში დაუხვდა მარგო ნაშინდარში
დაბრუნებულ თეიმურაზს?
_________________________________________________________________________________
(1ქ.) 18. რა შესთავაზა ნაშინდარში დაბრუნებულ თეიმურაზს
ჯაყომ?
_________________________________________________________________________________
(1ქ.) 19. ვის ან რას ელოდება ყოველდღე, შუაღამისას,
თეიმურაზი?
_________________________________________________________________________________
(1ქ.) 20. ვის
ადარებს მწერალი რომანის ბოლოს ნაცოლარის მომლოდინე თეიმურაზ ხევისთავს?
_________________________________________________________________________________
No comments:
Post a Comment